ჩვენი კოლეჯი ქ.სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებისათვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში ჩაერთო!
სამხედროებს წარვუდგინეთ პრეზენტაცია ჩვენი პროფესიული პროგრამების შესახებ, რომლებიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს დაეუფლონ თანამედროვე, მოთხოვნად პროფესიებს.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა — დამსწრეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სწავლის პირობებზე, პროგრამების შინაარსსა და დასაქმების პერსპექტივებზე.

