http://phazisi.edu.ge
სსიპ კოლეჯმა „ფაზისი“ აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებაში.

🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდში გამართულ საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებაში სსიპ კოლეჯი „ფაზისი“ აქტიურად მონაწილეობდა.

📌 ჩვენი კოლეჯის მიერ, წარმოდგენილი იყო, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის – ფაბლაბის, ხის მხატვრული დამუშავების, სამკერვალო წარმოებისა და ფლორისტიკის მიმართულების პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრები.