მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ UNDP-ის რეგიონალური მდგრადი განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება მნიშვნელოვანი ეკოინიციატივა – “ელექტრო ნარჩენებისა და ბატარეების შეგროვების სისტემის მოწყობა ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში”.
პროექტს ახორციელებს სპეციფიკური ნარჩენების ასოციაცია ვეისტლესი www.wasteless.ge
29-30 მაისს ჩვენი კოლეჯის ფოთისა და ხობის ლოკაციებზე ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, სადაც მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა ელექტრონული და საშიში ნარჩენების მართვის, მათი ზიანის და გადამუშავების მნიშვნელობის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში კოლეჯს საჩუქრად გადმოეცა სპეციალური შეგროვების ყუთი, რომელშიც შეგროვდება გამოყენებული ბატარეები და ელექტრო ნარჩენები — ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი გარემოსკენ.
ერთად ვიზრუნოთ სუფთა, უსაფრთხო და მდგრად მომავალზე!


