http://phazisi.edu.ge
Go Green გლობალური კამპანიის ფარგლებში, APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი ჩვენს კოლეჯს უსასყიდლოდ გადასცა პერსონალური კომპიუტერები.

Go Green გლობალური კამპანიის ფარგლებში, APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი ჩვენს კოლეჯს უსასყიდლოდ გადასცა პერსონალური კომპიუტერები, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საგანმანათლებლო საქმიანობის გაძლიერებასა და ეკომეგობრული მიდგომების ხელშეწყობაში.

ჩვენი თანამშრომლობა ათწლეულზე მეტია გრძელდება პროფესიული მომზადების, გადამზადების, ტრენინგ-კურსების და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესი და განათლება გვერდიგვერდ იდგნენ მომავალი თაობის განვითარებისთვის.

მადლობა, თანადგომისთვის, ნდობისთვის და მდგრადი განვითარებისთვის საერთო ძალისხმევით!