27 ივნისს კოლეჯში ჩატარდა UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამის) მიერ ორგანიზებულ შემოქმედებითი ვორკშოპი, რომელიც ეძღვნებოდა ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით პროექტების შერჩევას.
შეხვედრა ინოვაციური იდეების, გამოცდილების გაზიარებისა და კავშირების გაღრმავების შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. კოლეჯის შესაბამისი მიმართულების გუნდი აქტიურად ჩაერთო განხილვებსა და პროექტებზე მუშაობაში.
ვორკშოპის დასრულების შემდეგ, იმავე დღეს, მონაწილე მეწარმეებისთვის გაიმართა ტრენინგი კრეატიული მეწარმეობის თემაზე — ყურადღებით პროდუქტების რეკლამირებისა და ციფრული გაყიდვების უნარების განვითარებაზე.
მადლობას ვუხდით UNDP-ს ორგანიზებისა და შთაგონებისთვის, ასევე ყველა მონაწილეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.


