დღეს კოლეჯში მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. APM Terminals Poti-ს წარმომადგენელმა, პროფესიულ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია კომპანიის უნიკალური პროგრამა InPort 9-ის შესახებ.
InPort 9 არის უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან STEM მიმართულებით და მზად არიან გაზარდონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა.


