გსურთ დაეუფლოთ სატვირთო ოპერაციებს, უსაფრთხოების წესებს და ტექნიკური კონტროლის საფუძვლებს? ჩვენი პროფესიული პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას:
აწარმოოთ სატვირთო ოპერაციები – გადაადგილება, განთავსება, აწევა/დაშვება
გამოიყენოთ ამწის აღჭურვილობები – ტვირთსატაცი, ტვირთამწევი
მოამზადოთ ამწე სამუშაოდ და განახორციელოთ წინარე, შემდგომი და გეგმიური დათვალიერება
გააკონტროლოთ ამწის საექსპლუატაციო მახასიათებლები
დაიცვათ სამუშაო გარემოს უსაფრთხოების ნორმები.
კურსი აერთიანებს ტრანსპორტის ძირითადი პრინციპების შესწავლას – რაც ავითარებს ნავიგაციისა და მართვის ზოგად უნარებს.
კურსდამთავრებულებს აქვთ დასაქმების შესაძლებლობა:
ორგანიზაციებში და კომპანიებში, სადაც სჭირდებათ ამწეების და მსგავსი მანქანების ოპერატორები
ინდუსტრიულ, სამშენებლო და სატვირთო სფეროში.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 25 სექტემბრის ჩათვლით
დარეგისტრირდით ონლაინ vet.emis.ge – ზე ან მობრძანდით კონსტიტუციის 54
დაიწყე კარიერა ამწეების ოპერირებაში და გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი!