http://phazisi.edu.ge
დღეს მორიგი საპროფორიენტაციო შეხვედრა გავმართეთ სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სამხედრო მოსამსახურეებისათვის.

სამხედროებს წარვუდგინეთ პრეზენტაცია ჩვენი პროფესიული პროგრამების შესახებ, რომლებიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს დაეუფლონ თანამედროვე, მოთხოვნად პროფესიებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა — დამსწრეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სწავლის პირობებზე, პროგრამების შინაარსსა და დასაქმების პერსპექტივებზე.

შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.