http://phazisi.edu.ge
ეკო კლუბი – ფაზისის მწვანე აკადემია.

დღეს ჩვენი მოწვეული ტრენერის ხელმძღვანელობით ფიჩორზე აღებული წყლის სინჯის ლაბორატორიული კვლევა განვახორციელეთ.

მიკროსკოპის ქვეშ აღმოვაჩინეთ მტკნარი წყლის წარმომადგენელი — კოპეპოდა , პატარა უხერხემლო , რომელიც ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ბინადარია.

ასევე ჩატარდა დრონის გამოყენების მასტერკლასი. მიუხედავად იმისა, რომ უამინდობის გამო ფრენა ვერ განხორციელდა, ჩვენ მაინც ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგეთ და მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინეთ.