დღე სავსე იყო თბილი ემოციებით – ჩვენი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულმა მასწავლებლებმა და სტუდენტებმა სტუმრებს დიდი სიყვარულითა და შემოქმედებითობით წარუდგინეს კოლეჯის შესაძლებლობები.
სტუმრებმა უშუალოდ იხილეს, როგორ იქმნება პრაქტიკული სასწავლო გარემო და რა პერსპექტივები ელის ჩვენს სტუდენტებს.
მადლობა თითოეულ მონაწილეს ჩართულობისა და დადებითი ატმოსფეროსთვის – თქვენი ენერგია და ერთგულება გვაძლევს მოტივაციას, მუდმივად შემოგთავაზოთ ახალი და უკეთესი გამოცდილება.








