http://phazisi.edu.ge
ამაყად გიზიარებთ…

ამაყად გიზიარებთ, რომ ჩვენი კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელი — კახაბერ სილაგავა — დაჯილდოვდა „წლის საუკეთესო მასწავლებლის“ საპატიო ტიტულით!

კახაბერ სილაგავას მაღალი პროფესიონალიზმი, პრაქტიკული ცოდნის გაზიარების უნარი და სტუდენტებისადმი თბილი დამოკიდებულება ნამდვილად იმსახურებს ამ აღიარებას!

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, რომლებმაც მიულოცეს მნიშვნელოვანი წარმატება.