ჩვენი კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ელექტროობა“ პროფესიული განათლების მასწავლებელი და სტუდენტები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში პრაქტიკულ საქმიანობას ასრულებენ!
ისინი საკუთარი ცოდნის გამოყენებით რეალურ გარემოში მუშაობენ — ამზადებენ, აწყობენ და ამონტაჟებენ ელექტრო სისტემებს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს პროფესია პრაქტიკულად აითვისონ და მოემზადონ რეალური სამუშაოსთვის.


