http://phazisi.edu.ge
ვორკშოპი ჩვენთან კოლეჯში: სამშენებლო ფიზიკის საფუძვლები დურგლის პროფესიაში.

21-23 ოქტომბერს ჩვენს კოლეჯში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის Eberhard Schock Stiftung-ის მხარდაჭერით გაიმართა ვორკშოპი თემაზე: „სამშენებლო ფიზიკის საფუძვლები დურგლის პროფესიაში – შიდა მოპირკეთება, ფანჯრები, კარები“

ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ხის მხატვრული დამუშავება“ პროფესიული განათლების მასწავლებლებმა, ასევე სხვადასხვა კოლეჯების წარმომადგენლებმა, სადაც ხორცილდება აღნიშნული პროგრამა.

ღონისძიების მიზანი იყო პროფესიული მასწავლებლებისთვის თანამედროვე პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, ინოვაციური მეთოდების გაცნობა და თანამშრომლობის გაძლიერება პროფესიულ განათლებაში.

დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და პარტნიორებს, რომ ერთად შევქმენით პრაქტიკული და ინოვაციური სივრცე პროფესიული განათლების განვითარებისთვის!