ჩვენი კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ინფორმაციის ტექნოლოგია“ პროფესიული განათლების მასწავლებელმა მერი რიჟამაძემ გაიმარჯვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში!
გამარჯვების შედეგად, მერი მიმდინარე წლის ნოემბერში საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება თურქეთში, ქალაქ სტამბულში.
ვულოცავთ მერის ამ შესანიშნავ მიღწევას, ვამაყობთ მისით და ვუსურვებთ ნაყოფიერ გამოცდილებასა და ახალ წარმატებებს!


