http://phazisi.edu.ge
სამოქალაქო პიკნიკი – კაპარჭინასთვის.

22 ნოემბერს კოლხეთის პარკის ვიზიტორთა ცენტრში გაიმართა განსაკუთრებული ღონისძიება — „სამოქალაქო პიკნიკი კაპარჭინასთვის“, სადაც ჩვენი კოლეჯი აქტიურად იყო ჩართული.

🎓 ჩვენი პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტების დახმარებით სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ აქტივობებში — გაეკეთებინათ წყლის სინჯები და უკეთ შეეცნოთ კაპარჭინას მნიშვნელობა ეკოსისტემისთვის.

💧 ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ცნობიერება და ახალგაზრდების ჩართულობა ბუნების შენარჩუნებაში.

მადლობა ორგანიზატორებს და ყველა მონაწილეს საინტერესო და შემეცნებითი დღისთვის!