http://phazisi.edu.ge
სსიპ კოლეჯში „ფაზისი“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

კოლეჯის ახალბედა პროფესიულ სტუდენტებს კოლეჯის დირექტორი შეხვდა, მიესალმა მათ, მიულოცა სწავლის დაწყება და უსურვა წარმატებული, შედეგებზე ორიენტირებული სასწავლო წელი.

შეხვედრაზე საუბარი იყო პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებსა და იმ პერსპექტივებზე, რომელსაც „ფაზისი“ სტუდენტებს სთავაზობს როგორც სწავლების, ისე შემდგომი კარიერული ზრდის მიმართულებით.

პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა სტუდენტებს გააცნო კოლეჯში მოქმედი კარიერული მომსახურებები, პროფესიული კონსულტაციის, სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობები და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანს ექნება ინდივიდუალური მხარდაჭერა საკუთარი პროფესიული გზის დაგეგმვის პროცესში. ხარისხის მართვის მენეჯერმა ისაუბრა კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაზე, სასწავლო პროცესის უწყვეტ გაუმჯობესებაზე, სტუდენტთა ჩართულობისა და უკუკავშირის მნიშვნელობაზე, ასევე იმ სტანდარტებზე, რომელთა დაცვაც კოლეჯის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

შეხვედრის ფარგლებში პროფესიულმა სტუდენტებმა წერილობით ჩამოწერეს საკუთარი პირადი და პროფესიული მიზნები, ასევე კოლეჯის მიმართ არეული მოლოდინები – რა ცოდნას, პრაქტიკულ უნარებსა და მხარდაჭერას ელოდებიან ჩვენგან სასწავლო პერიოდში.

სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები სწავლის პროცესთან, სტიპენდიებთან, პრაქტიკასთან, უცხოენოვან/გაცვლით პროგრამებთან და კოლეჯის სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

სსიპ კოლეჯი „ფაზისი“ ახალბედა პროფესიულ სტუდენტებს კვლავ უსურვებს წარმატებულ სასწავლო წელს და ადასტურებს მზადყოფნას, რომ მათ გვერდით იდგეს მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში – ცოდნის, გამოცდილებისა და კარიერული განვითარების გზაზე.