ჩვენი კოლეჯის ხობის, სოფელი ნოჯიხევის ლოკაციაზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “სკოლამდელი აღზრდა” პროფესიული განათლებისა და პროფესიული სტუდენტების ინიციატივით, პრაქტიკული მოდულის ფარგლებში ჩატარდა შემოქმედებითი „შემოდგომის ღონისძიება“.
სტუდენტებმა წარმოადგინეს შემოდგომის თემატიკის აქტივობები, სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშები და მცირე წარმოდგენები, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროფესიული განათლების მნიშვნელობას და მომავალ პედაგოგთა პრაქტიკული უნარების განვითარებას.
ღონისძიებამ შემოქმედებითი და მეგობრული გარემო შექმნა — მადლობა ყველა მონაწილესა და დამსწრეს!








