კოლეჯში რიგით მესამე სასწავლო-მეთოდური კონფერენცია ჩატარდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „სკოლამდელი აღზრდა“ პროფესიული სტუდენტების აქტიური ჩართულობით.
მონაწილე სტუდენტებმა კონფერენციის ფარგლებში წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები, გააზიარეს პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე მიდგომები სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით.
ღონისძიების დასასრულს კოლეჯის დირექტორმა ნინო ბაკურაძემ სტუდენტებს აქტიური ჩართულობისთვის სიგელები გადასცა და მადლობა გადაუხადა როგორც მათი შრომისთვის, ასევე პროგრამის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ ზრდას, მოტივაციას და მომავალ საქმიანობაში თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებას.





