აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ჩვენი კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „სამკერვალო წარმოება“ პროფესიულმა სტუდენტმა ლანა ჯანაშიამ!
კონკურსის წლევანდელი თემა იყო „მომავლის მოდის კონცეფციები“, ხოლო მონაწილეებს უნდა დაემზადებინათ მოდის ობიექტი იდეიდან მზა პროდუქტამდე.
შეჯიბრი მოიცავდა სამ ძირითად ეტაპს:
• დიზაინის კონცეფციისა და ვიზუალური კვლევის შექმნა
• სამგანზომილებიანი პროტოტიპის დამზადება
• დასრულებული დიზაინერული პროდუქტის შესრულება და პრეზენტაცია
პროცესი წარიმართა საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, დამოუკიდებელი პროფესიონალი ჟიურის ზედამხედველობით.
მოდის ტექნოლოგიების მიმართულების სპონსორი: შპს „დალოოდ ფროდაქშენი“.
WorldSkills ეროვნული კონკურსი ორგანიზებულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პროფესიულ სტუდენტს და ყველა მონაწილეს!
პროფესიული განათლება ქმნის რეალურ შესაძლებლობებს!




