http://phazisi.edu.ge
WorldSkills – საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025 ავტომობილის ტექნოლოგიის მიმართულებით.

აღნიშნულ კონკურსში ჩვენი კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება” პროფესიული სტუდენტი აკაკი ჭოჭუა მონაწილეობდა.

კონკურსი ოთხეტაპიან პროცესს მოიცავდა: კონკურსანტებს რეალურ ავტომობილებზე უნდა აღმოეჩინათ სხვადასხვა ტიპის დაზიანება, შეეფასებინათ ტექნიკური მდგომარეობა და გამოესწორებინათ ტექნიკური გაუმართაობა.

პროცესს აკვირდებოდა დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური, რომელიც მონაწილეთა უნარებს აფასებდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებული შეფასების სქემის გათვალისწინებით.

აღნიშნულ კონკურსს ,,ტეგეტა აკადემიამ” უმასპინძლა.

ავტომობილის ტექნოლოგიების მიმართულებით კონკურსის სპონსორია ,,თეგეტა აკადემია”.

WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

ვუსურვებთ წარმატებას თითოეულ მონაწილეს!