გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს აგრარული მიმართულების სტუდენტები სტიპენდიებით დააჯილდოვა.
დაჯილდოებულთა შორის არიან სსიპ კოლეჯის “ფაზისი” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში” პროფესიული სტუდენტი ლევან ნიშნიანიძე და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “ფერმერობა მეთევზეობაში” პროფესიული სტუდენტი ლევან ლოლაძე.
მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს, ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციასა და წარჩინებული სტუდენტების წახალისებას. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის უწყებებში.
ვულოცავთ სტიპენდიანტებს და პროფესიულ წარმატებას ვუსურვებთ!



