კოლეჯში „ფაზისი“ 2026 წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია კოლეჯის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტში განსაზღვრული მიზნების პრაქტიკულ და ეფექტიან ქმედებებად გარდაქმნა.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტი მუშავდება გუნდურად და ეფუძნება კოლეჯის თანამშრომლების, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტების აქტიურ ჩართულობას. სამუშაო ჯგუფის საქმიანობა ორიენტირებულია კოლეჯის სტრატეგიულ გეგმაში წარმოდგენილი მიზნების მიღწევისათვის საჭირო კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრაზე და ამ მიზნების რეალიზაციის მკაფიო გზების ჩამოყალიბებაზე.
სამოქმედო გეგმის პროექტი უზრუნველყოფს სტრატეგიულ მიზანთა „ჩაშლას“ უფრო მცირე, კონკრეტულ და ადვილად მართვად ამოცანებად, რაც ხელს შეუწყობს დაგეგმილი აქტივობების ეფექტიან განხორციელებას, რესურსების რაციონალურ გამოყენებას და შედეგების მონიტორინგს. თითოეული აქტივობა დაკავშირებული იქნება კონკრეტულ ვადებთან, პასუხისმგებელ პირებთან და მოსალოდნელ შედეგებთან.
სამუშაო ჯგუფი მზად არის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების პროცესში ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის კოლეჯის შიდა და გარე სტეიქჰოლდერებთან, რომელთა მოსაზრებები და რეკომენდაციები მნიშვნელოვნად დაეხმარება დოკუმენტის ხარისხიან და საჭიროებებზე მორგებულ ჩამოყალიბებას.
ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია საკუთარი ინიციატივების, წინადადებებისა და რეკომენდაციების წარმოდგენა კოლეჯის „ფაზისი“ ადმინისტრაციაში სამუშაო დღეებში, შაბათ-კვირის გარდა.

