სსიპ კოლეჯში „ფაზისი“ პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენელმა, ნანა წულაიამ, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი იყო უსაფრთხო მიგრაციის უპირატესობებზე ინფორმირება და იმ რისკებზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც უკავშირდება უკანონო მიგრაციასა და უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევას.




