სერტიფიკატები გადავეცით ფოთის საცურაო კომპლექსის თანამშრომლებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგ-კურსი. კურსს უძღვებოდა ჩვენი პროფესიული განათლების მასწავლებელი, ელისო ინიაშევა.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიმართულებით.





