http://phazisi.edu.ge

პოზიციის დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი.

პროგრამა : Front End – დეველოპმენტი

კონკურსის ტიპი: ღია

დაწესებულება: სსიპ კოლეჯი ,,ფაზისი“

განხორციელების ადგილი: ფოთი, კონსიტუციის 54

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქციები:

სასწავლო პროცესის დაგეგმვა დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;

პროფესიული სტუდენტების სწავლება პროფესიული სტანდარტის და დამტკიცებული პროგრამების, მათი ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

სწავლებისათვის უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და ეფექტური გარემოს/ურთიერთობების უზრუნველყოფა და ჩამოყალიბება.

საჭიროების მიხედვით სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების და მეთოდების, ინკლუზიური განათლების პრინციპების გამოყენება.

სასწავლო პროცესში დროისა და სხვა რესურსების სწორი განაწილება.

სასწავლო ლიტერატურის შერჩევა და ზრუნვა სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე.

სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი/პროფესიული.

პრაქტიკული გამოცდილება სფეროს მიმართულებით – არანაკლებ 3 წელი

სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;

ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

აზრის თავისუფლად გადმოცემის უნარი;

ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;

ანალიტიკური აზროვნების უნარი;

სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;

წარმართოს საქმიანობა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი წესების გათვალისწინებით.

სასურველია – აღნიშნული მიმართულებით სწავლების გამოცდილება

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

HTML5; CSS3; Responsive Design; JavaScript (ES6+); Git/GitHub; REST API

ეტაპები :

განცხადებების/CV გადარჩევა

გასაუბრება

დამატებითი ინფორმაცია :

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

დავუკავშირდებით კანდიდატს, რომლის განაცხადიც (CV), შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე და სხვა წარმოსადგენი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: college@phazisi.edu.ge; ელ-ფოსტის სათაურის თემა – “Subject”ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება