http://phazisi.edu.ge
სამუშაო შეხვედრა ბაგა-ბაღის მოქმედ აღმზრდელებთან.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მოდულის „ადრეული განათლების კურიკულუმი“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართეს ბაგა-ბაღის მოქმედ აღმზრდელებთან .

შეხვედრის მიზანი იყო თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირება. აღმზრდელებმა სტუდენტებს გაუზიარეს ყოველდღიური საქმიანობის რეალური მაგალითები, ბავშვებთან კომუნიკაციის ეფექტური მეთოდები, განვითარების ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვის თავისებურებები და უსაფრთხო გარემოს შექმნის მნიშვნელობა.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები, მიეღოთ პრაქტიკული რჩევები და უკეთ გაეაზრებინათ მომავალი პროფესიის პასუხისმგებლობა და როლი ბავშვის განვითარებაში.

მადლობას ვუხდით ქალბატონებს რუსუდან ბაბილუას და იზაბელა ჩაჩიბაიას გამოცდილების გაზიარებისთვის და მათი შრომისთვის.