http://phazisi.edu.ge
გილოცავთ დედაენის დღეს!

დღეს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, პროფესიული განათლების მასწავლებელმა, გივი ღვანიამ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო როგორც ქართული ენის მნიშვნელობას, ასევე მსოფლიოს ენობრივ მრავალფეროვნებას, მის უნიკალურობასა და მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში. აღინიშნა, რომ თითოეული ენა წარმოადგენს კულტურისა და იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს, რომლის დაცვაც საერთო პასუხისმგებლობაა.

მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში და გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები.

დავიცვათ, გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ ჩვენი დედაენა.