http://phazisi.edu.ge
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა “სკოლამდელი აღზრდა” – დიპლომის გადაცემის ცერემონია.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „სკოლამდელი აღზრდა“ 2025 წლის კურსდამთავრებულებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ნიჭი, შრომა და სიყვარული ერთად ნამდვილ ჯადოსნობას ქმნის.

დიპლომების გადაცემის ცერემონია ჩვენი გოგოების განსაკუთრებულმა ენერგიამ, ემოციამ და გულწრფელმა სიხარულმა ნამდვილ ზღაპრულ დღესასწაულად აქცია.

როგორც ყოველთვის, ისინი გვანებივრებენ ნიჭიერების ზეიმით და გვიტოვებენ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.

მათი სითბო, ერთიანობა და შემოქმედებითი ხედვა კიდევ დიდხანს დაგვრჩება გულში და უკვე მონატრების საფუძველიც გახდა.

ვულოცავთ თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და ვუსურვებთ წარმატებით სავსე მომავალს.

თქვენი გზა ახლა იწყება და დარწმუნებულები ვართ ისეთივე ლამაზი და შთამბეჭდავი იქნება, როგორიც ეს დღე იყო.