პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ფერმერი მემცენარე“ პროფესიული სტუდენტები აქტიურად აგრძელებენ პრაქტიკულ მუშაობას სათბურში. სწავლების პროცესში ისინი თავად მონაწილეობენ მცენარეთა მოვლის, დათესვის, გადარგვისა და ზრდის მართვის ყველა ეტაპში, რაც მათ რეალურ გამოცდილებასა და პროფესიულ უნარებს კიდევ უფრო აძლიერებს.

