საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა მეწარმეობის მოდულის მასწავლებლების სამუშაო შეხვედრა ,სადაც წარმოდგენილი იყო სამაგიდე თამაში მეწარმეობის სწავლებისთვის – “ცვლილებების შემქმნელთა შემდეგი თაობა“.
შეხვედრას უძღვებოდა თეონა გელბახიანი – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების მენეჯერი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩვენი კოლეჯის მეწარმეობის მოდულის პროფესიული განათლების მასწავლებლები – მანანა გაგუა და ნათია ქანდარია, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, განიხილეს მეწარმეობის სწავლების თანამედროვე მიდგომები და სამაგიდე თამაშის გამოყენების შესაძლებლობები სასწავლო პროცესში, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ინიციატივის, კრეატიული აზროვნებისა და მეწარმეობრივი უნარების განვითარებას.





