http://phazisi.edu.ge
კიდევ ერთი წარმატებული გამოშვება.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „სასტუმრო მომსახურება“ ინტეგრირებულმა ჯგუფმა სწავლის კურსი წარმატებით დაასრულა.

ჩვენმა სტუდენტებმა წარმატებით შეათავსეს პროფესიული უნარებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების პროცესი. ვამაყობთ მათი შედეგებით და გვჯერა, რომ ისინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სფეროს განვითარებაში.

ვულოცავთ თითოეულ კურსდამთავრებულს და ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას.