პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „სკოლამდელი აღზრდა“ პროფესიული განათლების მასწავლებლისა და სტუდენტების ორგანიზებით საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვის მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარების თანამედროვე, სწორი მიდგომები იყო.
შეხვედრას ასევე შეუერთდა კოლეჯის ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა:
– ადრეულ ასაკში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიცირების მნიშვნელობაზე;
– ინკლუზიური გარემოს შექმნასა და თითოეული ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების მხარდაჭერაზე;
– პრაქტიკულ სტრატეგიებზე, რომლებიც აღმზრდელებს ეხმარება კომუნიკაციური ბარიერების გადალახვაში.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მომავალი პროფესიონალების პრაქტიკულ მომზადებას, ცოდნის გაღრმავებასა და სფეროში არსებული თანამედროვე სტანდარტების უკეთ ათვისებას.
მადლობას ვუხდით შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის!





