http://phazisi.edu.ge

საჯარო განხილვის პერიოდი: (22.07.2026-20.08.2026)

კოლეჯის 7 წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავებულია სამუშაო ჯგუფის მიერ, არსებული მდგომარეობის ანალიზის, შრომის ბაზრის საჭიროებების, პროფესიული განათლების განვითარების თანამედროვე ტენდენციებისა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

დოკუმენტი განსაზღვრავს კოლეჯის განვითარების ძირითად მიმართულებებს, სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში და ემსახურება პროფესიული განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზართან შესაბამისობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

გიწვევთ საჯარო განხილვაში მონაწილეობის მისაღებად!

თქვენი მოსაზრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გაგვიზიარეთ რეკომენდაციები, იდეები და შენიშვნები, რომლებიც ხელს შეუწყობს სტრატეგიული განვითარების გეგმის სრულყოფას.

სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი ხელმისაწვდომია კოლეჯის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.phazisi.edu.ge

წინადადებებისა და შენიშვნების წარმოდგენა შესაძლებელია: კოლეჯში, წერილობით;

ელექტრონული ფოსტით: college@phazisi.edu.ge

წინადადებების მიღების ბოლო ვადაა: (2026 წლის 20 აგვისტო)

წარმოდგენილი დოკუმენტი წარმოადგენს სამუშაო ვერსიას. საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ, მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, დამტკიცებული სტრატეგიული განვითარების გეგმა განთავსდება კოლეჯის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გმადლობთ თანამშრომლობისა და კოლეჯის განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის!