ჩვენი კოლეჯის საწარმოო პრაქტიკის მენეჯერი ხობის, ნოჯიხევის ლოკაციაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – „თმის მომსახურება“ სტუდენტებს შეხვდა.
მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის აერთიანებს სასწავლო პროცესსა და რეალურ სამუშაო გარემოს. საუბარი შეეხო პრაქტიკის ძირითად პრინციპებს, სამომავლო გეგმებსა და იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც სტუდენტებს პროფესიულ ზრდასა და დამოუკიდებელ საქმიანობაში დაეხმარება.
გვჯერა, რომ თითოეული მათგანისთვის ეს პერიოდი იქნება საინტერესო გამოწვევებით, ახალი ცოდნითა და წარმატებებით სავსე გზის დასაწყისი!




