http://phazisi.edu.ge

 

სსიპ კოლეჯი “ფაზისი” თავისი არსებობის მრავალ ათეულ წელს ითვლის. იგი დაარსდა 1957 წელს. წლების განმავლობაში ეს სასწავლო კერა ახორციელებდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას ქალაქის შრომის ბაზრის მოთხოვნათა საფუძველზე. კოლეჯის ბაზაზე მიმდინარეობდა მუშა-მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადება სხვადასხვა სპეციალობებში. კოლეჯმა თავისი არსებობის მანძილზე რამდენჯერმე მცირედ იცვალა მიმართულება, მაგრამ ძირითადი პროფილი უცვლელი დარჩა.

2011 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელდა კოლეჯის სრული რეაბილიტაცია. კოლეჯი განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ აგრეთვე სრულად აღიჭურვა ინვენტარითა და თანამედროვე ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკით. სსიპ კოლეჯის “ფაზისი” სასწავლო და საწარმოო გარემოს შექმნას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გაეროს განვითარების პროგრამამ, რომლის თანადგომით კოლეჯში შეიქმნა მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კოლეჯის მატერიალური ბაზის შევსებას ხელი შეუწყვეს აგრეთვე სხვა დონორმა ორგანიზაციებმაც – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს პროფესიული განათლების პროექტის პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარების საგრანტო პროექტმა – “ინოვაციები მეთევზეობის ინდუსტრიაში”.

ქალაქი ფოთი, თავისი განვითრების გზაზე აუცილებლად მოითხოვს კვალიფიცირებულ მუშა-ხელს და ჩვენი კოლეჯის მიზანიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა. ჩვენი რეგიონისათვის პრიორიტეტია ფოთის პორტის განვითარება, ამ მხრივ კოლეჯი აქტიურად არის ჩართული ამ დარგის სპეციალისტების მომზადებაში. ქალაქის შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით კოლეჯი ამზადებს აგრეთვე სპეციალისტებს სამშენებლო სფეროში. კოლეჯი თანამშრომლობს ქალაქის მრავალ ორგანიზაციასთან და ეს ორგანიზაციები წარმოადგენენ ბაზას საწარმოო პრაქტიკის გასავლელად ჩვენი სტუდენტებისათვის. კოლეჯში სწავლობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე მიმდებარე რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები, ასევე, ჩვენი კარი ღიაა მზრუნველობა მოკლებული, განსხვავებული უნარის მქონე, დევნილი და სოციალურად დაუცველი ფენებისათვის. კოლეჯი სრულად ადაპტირებულია სსმ და შშმ პირებისათვის.

კოლეჯისთვის უმნიშვნელოვანესია შემდგომი განვითარება და ხარისხისა და მიმზიდველობის ზრდასთან ერთად, გეოგრაფიული არეალის გაფართოებაც და რადგანაც სამეგრელოს მხარეში, ეკონომიკური საქმიანობის თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური სწორედ ხობის მუნიციპალიტეტია და განვითარების კარგი პერსპექტივები აქვს განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებას, გაჩნდა ინიციატივა, ხობის მუნიციპალიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეიძლება განხორციელებულ იქნეს ჩვენს მიერ და გაიზარდოს დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობები. ამ მიზნით, უვადო სარგებლობის უფლებით კოლეჯს გადმოეცა ხობში სოფელ ნოჯიხევში მდებარე შენობა-ნაგებობა მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით (ყოფილი პროფესიული სწავლების ცენტრი) მიმდინარე ეტაპზე ზემო აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია ნაწილობრივ დასრულდა.

კოლეჯს, რეგიონის განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით განსაზღვრული აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატება სხვა და სხვა მიმართულებით. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. კოლეჯი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებით, “პროფესიული განათლების შესახებ” და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით, ასევე სხვა ნორმატიული აქტებითა და კოლეჯის წესდებით.

კოლეჯის ყველა თანამშრომელი ხელმძღვანელობს დამტკიცებული შინაგანაწესით მათზე დაკისრებული ფუნქციონალური მოვალეობებიდან გამომდინარე და საშტატო განრიგის შესაბამისად. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

კოლეჯი არის ISO ხარისხის მენეჯმენტის სისტემის 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელი.

კოლეჯში მიღება ხორციელდება წელიწადში ერთხელ (საშემოდგომო მიღება).

​პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურების გასავლელად აუცილებელია მსურველმა/განმცხადებელმა  გაიაროს რეგისტრაცია შესაბამის ვებგვერდზე www.vet.emis.ge.

დადგენილ ვადებში, მსურველს შეუძლია ონლაინ, დამოუკიდებლად  ან სასწავლებელში ვიზიტისას, ადმინისტრაციის დახმარებით. 

აპლიკანტი მიიღებს ინფორმაციას მოტივაციური გასაუბრების / გამოცდების (პრეტესტისა და პროფესიული ტესტირების) შესახებ და გამოცხადდება კოლეჯში / საგამოცდო ცენტრებში.

საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვა ორი ფორმით ხორციელდება − იმ პროფესიულ პროგრამებზე, სადაც კვალიფიკაციის დონე არის III და IV აპლიკანტები მხოლოდ კოლეჯში ორგანიზებულ შიდა შერჩევაში მონაწილეობენ კოლეჯის მიერ შემუშავებული და დადგენილი წესის შესაბამისად. მოტივაციური გასაუბრების წარმატებით გავლის  და შესაბამისი დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვადებში წარმოდგენის შემდეგ სტუდენტი მოიპოვებს კოლეჯში სწავლის უფლებას.

იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც კვალიფიკაციის დონე არის V, გადიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებას . შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის მიერ, პროფესიული განათლების სისტემისათვის შემუშავებული  საგამოცდო მოდელი  პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ აპლიკანტი მოიპოვებს კოლეჯში სწავლის უფლებას.

პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებით,  ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლების, განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, კოლეჯი ,,ფაზისი’’ ახორციელებს პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებს. პროფესიული მომზადების პროგრამა პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად.  პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომლის მიზანია კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად. პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს.

პროგრამის  გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. საქართველოში სახელმწიფო ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების  (სსსმ) აქტიურ მონაწილეობას სასწავლო პროცესში და მათ სოციალიზაციას. ამ მიზნით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობაში სსსმ პირებისთვის გათვალისწინებულია მისაღები ადგილების განსაზღვრული რაოდენობა და მათთვის მოქმედებს ჩარიცხვის ალტერნატიული მიდგომა, რაც გულისხმობს პროფესიის მოსინჯვას. 

I კოლეჯი ახორციელებს შემდეგ პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებს:

  • ,,ელექტრული ტექნიკის მონტაჟი და ექსპლუატაცია”
  • ,,სასტუმროს ფრონტ-ოფის მენეჯერი’’
  • ,, IT ტექნოლოგიები’’
  • ,,ხელით ელექტრორკალური შედუღება’’
  • ,,ძიძა – ბავშვის მოვლა’’
  • ,,ქალის თმის შეჭრა-შეღებვა’’

პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხვისთვის წინაპირობები განისაზღვრება კონკრეტული პროგრამით.  რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით www.vet.emis.ge .

II   გაეროს ერთობლივი პროგრამები გენდერული თანასწორობისათვის

III ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა “

IV  სტუდენტური და პრესტუდენტური სერვისების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობ.

კოლეჯი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით.