http://phazisi.edu.ge
Eberhard-Schöck-Stiftung ფონდის წარმომადგენლის, დავიდ იუნგჰანსის მორიგი ვიზიტის ფარგლებში, კოლეჯში ჩატარდა ტრენინგი.

📢 Eberhard-Schöck-Stiftung ფონდის წარმომადგენლის, დავიდ იუნგჰანსის მორიგი ვიზიტის ფარგლებში, კოლეჯში ჩატარდა ტრენინგი “უსაფრთხოება სადურგლოს მიმართულებით და კალკულაცია” , რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „ხის მხატვრული დამუშავება“ პროფესიული განათლების მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, მათთან ერთად ამ პროცესში ჩართულები იყვნენ „შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“ სტუდენტები.

🎯 ტრენინგის მსვლელობაში დამზადდა შაბლონები და დანადგარებისთვის დამცავი დეტალები, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული უნარების გაღრმავებას და უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

განსაკუთრებული მადლობა ებერჰარდ შიოკის ფონდს და მის წარმომადგენელს, დავიდ იუნგჰანსს, მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის!