თინათინმა წარმატებით გაიარა პროექტში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრული შესარჩევი ეტაპები და სასწავლო ვიზიტით მიემგზავრება უნგრეთში.
პროფესიული უნარების სააგენტოს პარტნიორობით განხორცილედა Erasmus+ პროექტი “INVEsT in you: promote international traineeship programs for Armenian, Georgian and Moldovan students in Central Europe (IN-VET)“ („ინვესტირება შენში: საერთაშორისო ტრენინგ პროგრამები ცენტრალურ ევროპაში სომხეთის, საქართველოს და მოლდოვის სტუდენტებისათვის“).
პროექტი მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტუდენტების პროფესიული უნარების, გამჭოლი და საკვანძო კომპეტენციების გაძლიერებას.
ვიზიტი პროექტის ფარგლებში სრულად დაფინანსებულია.