მარინა გოგუაძე გახლავთ ჩვენი კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელი,ის ახორციელებს მოდულს “უცხო ენა – ინგლისური”. მან წარმატებით გაიარა პროექტში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრული შესარჩევი ეტაპები და სასწავლო ვიზიტით გაემგზავრა უნგრეთში.
პროფესიული უნარების სააგენტოს პარტნიორობით განხორცილედა Erasmus+ პროექტი “INVEsT in you: promote international traineeship programs for Armenian, Georgian and Moldovan students in Central Europe (IN-VET)“ („ინვესტირება შენში: საერთაშორისო ტრენინგ პროგრამები ცენტრალურ ევროპაში სომხეთის, საქართველოს და მოლდოვის სტუდენტებისათვის“).
პროექტი ხელს შეუწყობს მასწავლებელთა განვითარებას საერთაშორისო აქტივობების საშუალებით.
ვიზიტი პროექტის ფარგლებში სრულად დაფინანსებულია.