Go Green გლობალური კამპანიის ფარგლებში, APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი ჩვენს კოლეჯს უსასყიდლოდ გადასცა პერსონალური კომპიუტერები, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საგანმანათლებლო საქმიანობის გაძლიერებასა და ეკომეგობრული მიდგომების ხელშეწყობაში.
ჩვენი თანამშრომლობა ათწლეულზე მეტია გრძელდება პროფესიული მომზადების, გადამზადების, ტრენინგ-კურსების და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესი და განათლება გვერდიგვერდ იდგნენ მომავალი თაობის განვითარებისთვის.
მადლობა, თანადგომისთვის, ნდობისთვის და მდგრადი განვითარებისთვის საერთო ძალისხმევით!


