**Go Green** გლობალური კამპანიის ფარგლებში, APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი ჩვენს კოლეჯს უსასყიდლოდ გადასცა პერსონალური კომპიუტერები, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საგანმანათლებლო გარემოს გაძლიერებასა და ეკომეგობრული მიდგომების ხელშეწყობაში.
ჩვენი თანამშრომლობა ათწლეულზე მეტია წარმატებით გრძელდება პროფესიული მომზადების, გადამზადების, ტრენინგ-კურსებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით. აღნიშნული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისა და განათლების სფეროს თანამშრომლობა მომავალი თაობების განვითარებისა და წარმატებისთვის.
მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის, ნდობისთვისა და იმ საერთო ძალისხმევისთვის, რომელიც მდგრადი განვითარების, ხარისხიანი განათლებისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება!




