დაიწყო სწავლება პროფესიული მომზადების პროგრამაზე ,,IT ტექნოლოგიები” – ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნოჯიხევის განყოფილებაში.
მსმენელები შეირჩა კონკურსის წესით.
აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამით დაინტერესების მაჩვენებლი საკმაოდ მაღალია.
სწავლება ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მსმენელები სრული კურსის დასრულების შემდგომ აიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს.