სსიპ კოლეჯის “ფაზისი” სადურგლო სახელოსნოში, ჩვენს პარტნიორ “ებერჰარდ შოკის ფონდთან” თანამშრომლობით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ვორკშოპი თემაზე: “სადურგლო ხელსაწყოებისა და დანადგარების მოვლა, ტექნიკური მომსახურება და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება”.
სამუშაო პროცესის ფარგლებში მონაწილეები სიღრმისეულად განიხილავენ:
დანადგარებისა და ხელსაწყოების მოვლა-პროფილაქტიკის თანამედროვე ტექნიკებს;
საჭირო მასალებსა და მათი სწორად გამოყენების წესებს;
სამუშაო პროცესის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობის გაზრდის გზებს.
ვორკშოპში მონაწილეობენ , როგორც ჩვენი კოლეჯის სადურგლოს მიმართულების, ასევე სხვადსხვა პროფესიული სასწავლებლის პროფესიული განათლების მასწავლებლები.
შეხვედრის მთავარი მიზანია მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შემდგომი გავრცელება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებასა და სტუდენტებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
მადლობას ვუხდით „ებერჰარდ შოკის ფონდს“ მხარდაჭერისთვის და თითოეულ მონაწილეს ნაყოფიერი ჩართულობისთვის!





