21-22 ნოემბერს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჩვენთან კოლეჯში ჩატარდა ტრენინგი თემაზე “მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და პედაგოგიური რეფლექსია”.
შეხვედრას უძღვებოდა ტრენერი ლია გრიგოლია, რომელმაც მონაწილე მასწავლებლებს გაუზიარა პროფესიული გამოცდილება და მნიშვნელოვანი ცოდნა პედაგოგიური საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მასწავლებლის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, საკუთარი პრაქტიკის გააზრებისა და შეფასების მნიშვნელობას, პედაგოგიურ რეფლექსიას და მის როლს ეფექტიანი სწავლა-სწავლების პროცესში.
ტრენინგმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაეღრმავებინათ პროფესიული ცოდნა, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაესახათ ახალი გზები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
სსიპ კოლეჯი „ფაზისი“ აქტიურად აგრძელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, რადგან ხარისხიანი პროფესიული განათლების საფუძველი მუდმივი განვითარება, ცოდნის გაზიარება და პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფაა.





