http://phazisi.edu.ge
კოლეჯის „ფაზისი“ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!

დასაქმების შესაძლებლობა APM Terminals Poti-ში!

ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია APM Terminals Poti აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

🔹 ტექნიკური მომსახურების კოორდინატორი – პოზიცია განკუთვნილია კანდიდატებისთვის, რომლებსაც აქვთ ტექნიკური განათლება ან/და გამოცდილება ტექნიკურ საქმიანობაში (ძრავებთან მუშაობა, მექანიზაცია, ტექნიკური მომსახურება და სხვა). მნიშვნელოვანია კომპიუტერული უნარების ფლობა და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.

🔹 დამხმარე მუშა – პოზიცია მოიცავს ნავსადგურის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამეურნეო და მხარდამჭერ საქმიანობას. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.

📌 თუ ეძებთ ახალ პროფესიულ შესაძლებლობას ან გსურთ კარიერის დაწყება საერთაშორისო კომპანიაში, გაეცანით ვაკანსიების დეტალებს და შეავსეთ განაცხადი, ან დაუკავშირდით კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურს.

🔗 იხილეთ ვაკანსიების ბმულები:

ტექნიკური მომსახურების კოორდინატორი / დამხმარე მუშა