ხობის, ნოჯიხევის განყოფილებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „სკოლამდელი აღზრდა“ პირველი გამოშვების სტუდენტებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის მიმდინარე ჯგუფის პროფესიულმა სტუდენტებმაც, რომლებმაც თბილი სიტყვებითა და ემოციური მომენტებით გააცილეს პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები.
დღე განსაკუთრებული, სასიამოვნო და სენტიმენტალური აღმოჩნდა სავსე სიამაყით, მადლიერებითა და მომავალი წარმატებების მოლოდინით.
ვულოცავთ კურსდამთავრებულებს პროფესიული განათლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლასა და მრავალ წარმატებას!





