http://phazisi.edu.ge
პროფესიულ სტუდენტებს კოლეჯის დირექტორი, იურისტი და პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი მიზანი სტუდენტების ინფორმირება, მათი ცნობიერების ამაღლება და სამართლებრივი თუ აკადემიური უფლებების გაცნობა იყო.

📌 განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

▪️ კოლეჯის შინაგანაწესი

▪️ სტუდენტზე ორიენტირებული წესები

▪️ სტუდენტური და კარიერული მხარდაჭერის მექანიზმები

▪️ 2026-2027 სასწავლო წლის გაწერილი არაფორმალური აქტივობების გეგმა

შეხვედრისას პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა ხაზი გაუსვა კოლეჯის მზადყოფნას, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სტუდენტებს აკადემიური თუ კარიერული მიზნების მიღწევაში.

იურისტმა დეტალურად განმარტა სტუდენტთა სამართლებრივი უფლებები, მოვალეობები და დაცვის მოქმედი მექანიზმები.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა – სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.