http://phazisi.edu.ge
სამეგრელოს ფერადი და ემოციური დღესასწაული – „მე მიყვარს ხობი“!

სტუმრებთან და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ამ გამორჩეულ სახალხო ზეიმში ჩვენი კოლეჯის წარმომადგენლებმაც დიდი ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა.

ხობის მუნიციპალიტეტის, ნოჯიხევის ფილიალმა საზოგადოებას ჩვენი მრავალპროფილური შესაძლებლობები წარუდგინა. წარმოდგენილი იყო როგორც თანამედროვე აგროსასოფლო-სამეურნეო მიმართულება, ისე სკოლამდელი აღზრდის, თმის მომსახურებისა და ელექტროობის პროგრამების პოტენციალი – პრაქტიკული ნიმუშებითა და საინტერესო აქტივობებით. სიამოვნებით ჩავერთეთ ღონისძიებაში და კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ პროფესიული განათლების ძალა, მრავალფეროვნება და ჩვენი რეგიონის განვითარების პერსპექტივები!