შეხვედრას სამუშაო ჯგუფის წევრის სტატუსით ესწრებოდა სსიპ კოლეჯის „ფაზისი“ დირექტორი ნინო ბაკურაძე.
მონაწილეებმა პროფესიული განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობას, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს.
შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას, არსებული გამოწვევების დაძლევასა და სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას.




