http://phazisi.edu.ge
სსიპ კოლეჯში „ფაზისი“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, კოლეჯის ახალ პროფესიულ სტუდენტებს კოლეჯის დირექტორი ნინო ბაკურაძე შეხვდა, მიესალმა მათ, მიულოცა სტუდენტური ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება და წარმატებული, შედეგებზე ორიენტირებული სასწავლო წელი უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში, ახალბედა პროფესიულ სტუდენტებს სიმბოლურად კოლეჯის ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტების პირად და პროფესიულ მიზნებსა და მოლოდინებს. სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს, თუ რა ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და მხარდაჭერის მიღებას ელიან კოლეჯისგან სასწავლო პროცესის განმავლობაში.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა – სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები სასწავლო პროცესის, სტიპენდიების, პრაქტიკის, უცხოენოვანი და გაცვლითი პროგრამების, ასევე კოლეჯის სტუდენტური ცხოვრების შესახებ.

სსიპ კოლეჯი „ფაზისი“ ახალ პროფესიულ სტუდენტებს წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს უსურვებს!

ჩვენ მზად ვართ, მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ვიდგეთ თქვენი განვითარების გვერდით – ცოდნის, გამოცდილებისა და წარმატებული კარიერისკენ მიმავალ გზაზე.

იყავი პირველი ფაზისთან ერთად!