http://phazisi.edu.ge
2025-2026 სასწავლო წლის მასწავლებელთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

2025-2026 სასწავლო წლის მასწავლებელთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, დამსახურებული ჯილდო გადაეცა ჩვენს პროფესიული განათლების მასწავლებელს – ელისო ინიაშევას!

ეს ჯილდო არის მისი დაუღალავი შრომის, ინოვაციური მიდგომებისა და იმ დიდი სიყვარულის სამართლიანი დაფასება, რომელსაც იგი თავის პროფესიასა და სტუდენტებში დებს.

საზეიმო ღონისძიებაზე გამარჯვებულები დააჯილდოვეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით კუხალეიშვილმა.

ვულოცავთ ქალბატონ ელისოს ამ მნიშვნელოვან ჯილდოს და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას პროფესიული განათლების განვითარების გზაზე!

დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს ასეთი არაჩვეულებრივი, შთამბეჭდავი დღის მოწყობისთვის, სითბოსთვის და პროფესიონალების ღირსეული დაფასებისთვის!